მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა

ძებნა
საიტის მენიუ
მთავარი » შეტყობინებების დაფა » ლექსები » სიყვარულზე

ქალი
2009-10-31, 12:07 PM
ყველა ჭორი ამ ქვეყნად
მოიგონეს ქალებმა,
არაფერი,ჭირიმე, 
ქალს არ დაემალება...

ქალი-ქამელეონი,
ქალი-დიდი არტისტი!
შეუძლია გაგწიროს
ერთი ჭრელი კატისტვის...

შეუძლია გაგხადოს
ბრძენი და მორალისტი
რაღაც სულ ათიოდე,
ოციოდე წამისთვის...

მთელი კაცობრიობა
შექმნილია ქალისგან,
მტრისას,მტრისას კიდევ თუ
ქალმა რამე გარისკა!!!...

მაგრამ...სულ ტყუილი
არ გვიწყინოთ ცოლებმა...
ქალი?ქალის გარე
არ არსებობს ცხოვრება!!!...

ქვეყნად რაც სიკეთეა
შექმნეს მხოლოდ ქალებმა...
ქალი? ქალის გარეშე
არ არსებობს წამება!

ქალს ათასი თვალიქავს,
ქალს ათასი ყური აქვს,
ქალი? ქალი ეშმაკის
გამომცხვარი პურია...

პური-კოკორ-კოკორი,
პური-დიდრონ-დიდრონი,
შეჩამ?კარგად მეყოლე....
არ შეჭამ და მშვიდობით...

ასეც არის ქვეყანა
უნდა მხოლოდ გარისკვა...
ზოგი კვდება არ ჭამით,
ზოგი კიდე ჭამისგან...

მაგრამ...სულ ტყუილია
არ გვიწყინოთ ცოლებმა...
ქალი?ქალის გარეშე
არ არსებობს ცხოვრება!!!...

მაგრამ მხოლოდ გაბედვა...
მაგრამ მხოლოდ გარისკვა!!...
თორემ...თუ სიკვდილია
მოკვდი ბარემ ქალისგან!!!...

[იორამ ქემერთელიძე]
დაამატა: onne | საკონტაქტო პირი: one
ნანახია: 898 | განთავსებულია: 2009-11-01 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
მუსიკა
გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ პასუხი: 33
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0