|
განყოფილებაში განცხადება: 7 ნაჩვენებია განცხადება: 1-7 |
|
usiyvarulod
mze ar supevs cis kamaraze
sio ar daqris, tye ar qrteba
usixarulod ....
usiyvarulod ararsebobs
arc siilamaze,
arc ukvdaveba ar arsebobs
usiyvarulod.
magram sul sxvaa siyvaruli
ukanaskneli,
rogorc yavili shemodgomis
xshirad pirvels sjobs
igi ar uxmobs qarishxlian
umizno vnebebs,
arc yvawmilur jins,arc velur xmebs
igi ar uxmobs.........
da shemodgomis sichiveshi
velad gazrdili,
is gazapxulis nazyvavilebs
sulac ara gavs
sios magivrad qarishxali
ealerseba
da vnebis nacvlad uxmo alerss
garemoucavs
da chkneba, chkneba siyvaruli
ukanaskneli,
chkenba mwuxared,nazad,magram
usixarulod.
da ararsebobs qveyanaze
tvit uvdaveba,
tvit ukvdavebac ararsebobs
usiyvarulod.!
|
shen ara gaqvs mepis gvari, prtaparpata tolia, mash, tvalebi tamar qalis rogor gamogyulia? ar momekra shentvis tvali, sizmrad mainc gnaxavdi. xar yinwvisis angelosi, tetr grublebshi naxati.
shens siyvaruls davipiceb, daijero iqneba, cisper kabas nu chaicmev, tetri upro gixdeba.
shens siyvaruls davipiceb, daijero iqneba, warbs nu shehkrav, genacvale, gagimeba gixdeba.
shen ara gaqvs mepis gvari, prtaparpata tolia, mash, tvalebi tamar qalis rogor gamogyolia?..
ioseb noneshvili
|
შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა…
შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა… დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა, შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი. ერთი შეხედვით ვაკაცების გულებს დაჰკოდდი და მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით. დალოცდი ლაშქარს და იმ ღვთიურ ლოცვის გამგონეს არ ექნებოდათ სპათა შენთა მტერთან ზიანი.
სენ ხატაური აბრეშული დაგშვენდებოდა… დაგშვენდებოდა… ეჰ, რარგიად დაგშვენდებოდა. შენს ნატიფ სახეს ნიავიც რომ არ შეჰხებოდა, სპილოს ძვლისაგან ულამაზეს კოშკს აგიგებდნენ. ცისკარზე, როცა ქაშუეთის ზარებს დარეკდნენ, აღიგზნებოდა შენის ლოცვით წმინდა ტაძარი და შენს გვიგვინთან მოკრძალებით ქედს მოიდრეკდნენ ორბელიანი და ამაყი ამილახვარი.
შენ რუსთაველის სიყვარული დაგშვენდებოდა… დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა. ბევრი თაობა გაივლიდა ჟამთა შარაგზას, შენ კი ლექსებში იცოცხლებდი, კარგო, მარადჟამს… დიდი პოეტი მიგიყვანდა ხალხის გულებთან, ვარსკვლავებივით დაგვხედავდნენ შენი თვალები და ვით დიდებას აწ გარდასულ საუკუნეთა, სულ ერთი არის, მე შენ მაინც შეგიყვარებდი.
…შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა.
ioseb noneshvili
|
ყველა ჭორი ამ ქვეყნად მოიგონეს ქალებმა, არაფერი,ჭირიმე, ქალს არ დაემალება...
ქალი-ქამელეონი, ქალი-დიდი არტისტი! შეუძლია გაგწიროს ერთი ჭრელი კატისტვის...
შეუძლია გაგხადოს ბრძენი და მორალისტი რაღაც სულ ათიოდე, ოციოდე წამისთვის...
მთელი კაცობრიობა შექმნილია ქალისგან, მტრისას,მტრისას კიდევ თუ ქალმა რამე გარისკა!!!...
მაგრამ...სულ ტყუილია არ გვიწყინოთ ცოლებმა... ქალი?ქალის გარეშე არ არსებობს ცხოვრება!!!...
ქვეყნად რაც სიკეთეა შექმნეს მხოლოდ ქალებმა... ქალი? ქალის გარეშე არ არსებობს წამება!
ქალს ათასი თვალი აქავს, ქალს ათასი ყური აქვს, ქალი? ქალი ეშმაკის გამომცხვარი პურია...
პური-კოკორ-კოკორი, პური-დიდრონ-დიდრონი, შეჩამ?კარგად მეყოლე.... არ შეჭამ და მშვიდობით...
ასეც არის ქვეყანა უნდა მხოლოდ გარისკვა... ზოგი კვდება არ ჭამით, ზოგი კიდე ჭამისგან...
მაგრამ...სულ ტყუილია არ გვიწყინოთ ცოლებმა... ქალი?ქალის გარეშე არ არსებობს ცხოვრება!!!...
მაგრამ მხოლოდ გაბედვა... მაგრამ მხოლოდ გარისკვა!!... თორემ...თუ სიკვდილია მოკვდი ბარემ ქალისგან!!!...
[იორამ ქემერთელიძე] |
ლერწმებში ნიავს ეძინა უკვე, ყანჩა ყიყინით ეძახდა ყანჩას,
პატარა გოგომ შეხედა ღრუბლებს, პატარა ბიჭი ნაწყენი დარჩა.
მწუხრში ნისლივით ჩნდებოდა იჭვი,
რწმენა წყალივით ითხოვდა სითბოს,
ტანზე იხდიდა პატარა ბიჯი, პატარა გოგოს რცხვენოდა თითქოს...
გული ჩიტივით ბუდეში იჯდა,
და გლეჯდა ლაგამს მშიერი რაში,
პატარა გოგო დნებოდა ბიჭთან
და მზე ფიფქივით ქრებოდა ზღვაში.
[მორის ფორცხიშვილი]
|
სიყვარული ისეთ სიყვარულს მინდა ვუმღერო, რომ ნათოვლარზე დასკდეს იები, წყალმა წალეკოს ტრფობის ნაპირი, აპრილს ათოვდეს მაგნოლიები. ცრმლი ბროლისა გადიქცეს ნამად, ღამემ ფოთლებში სევდა შემალოს. შემოქროლებით ღუღუნა ქარმა, აწეწილ ფიქრებს ხელი შეავლოს... ნედლი რტოების საქანელები . ცაში შეკიდულს არხევდნენ ლოდინს. ნაზამთრალ სულში ნატვრამ იფეთქოს, სიცოცხლე ასე ხელახლა მოდის. მერე კი... ჩემთვის ჩუმად მოგიხმობ, დღენი უშენოდ არრა იყო რა. მთვარე ჩემს სევდას აღარ მოგითხრობს, ზღაპარ იყო და არა იყო რა... |
ორშაბათს გოგონა გავიცანი
ორშაბათს გოგონა გავიცანი გოგონა ნახატი ყალმისანი, მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარო. ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი ჩემი გასაჭირი ავუხსენი, ჩემი ეჭვები და იმედები. ხუთშაბათს პასუხი მომივიდა, ვაიმე,ბედო უკეთურო!!! დაბერებულხარო გნოლივითა, ცოლ-შვილს მიხედეო უბედურო! თეთრად გავათენე პარასკევი, ფიქრში გავატერე შაბათ-კვირე, თავმოჭრილი ვართქო დავასკვენი, ხოდა თავის მოკვლაც დავაპირე. გათენდა მეორე ორშაბათი, ისევ შემეფეთა ეს უგმერთო! ელვამ დამიარა კოჭებამდინ, დილამშვიდობისას გისურვებთო. მე ეხლა თავის მომკვლელი ვარ?! უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს! მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ, ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ... ღმერთია ჩემი მწყალობელი, მე კი ამ უღმერთოს მგალობელი!
[შ.ნიშნიანიძე]
|
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|