მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა

ძებნა
საიტის მენიუ
მთავარი » შეტყობინებების დაფა » ლექსები » სიყვარულზე

სიყვარული
2009-10-31, 10:55 AM
ორშაბათს გოგონა გავიცანი


ორშაბათს გოგონა გავიცანი 
გოგონა ნახატი ყალმისანი, 
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარო.
ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი
ჩემი გასაჭირი ავუხსენი,
ჩემი ეჭვები და იმედები.
ხუთშაბათს პასუხი მომივიდა, 
ვაიმე,ბედო უკეთურო!!! 
დაბერებულხარო გნოლივითა, 
ცოლ-შვილს მიხედეო უბედურო! 
თეთრად გავათენე პარასკევი, 
ფიქრში გავატერე შაბათ-კვირე, 
თავმოჭრილი ვართქო დავასკვენი, 
ხოდა თავის მოკვლაც დავაპირე. 
გათენდა მეორე ორშაბათი,
ისევ შემეფეთა ეს უგმერთო!
ელვამ დამიარა კოჭებამდინ,
დილამშვიდობისას გისურვებთო.
მე ეხლა თავის მომკვლელი ვარ?! 
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს! 
მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ,
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ...
ღმერთია ჩემი მწყალობელი,
მე კი ამ უღმერთოს მგალობელი!



[შ.ნიშნიანიძე]
დაამატა: onne | საკონტაქტო პირი: one
ნანახია: 963 | განთავსებულია: 2009-11-01 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
მუსიკა
გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ პასუხი: 33
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0